მოტყუებული ტურისტები

სხვადასხვა ქვეყანაში ტურისტებზე ფულის გაკეთება უყვართ. გთავაზობთ ზოგიერთ მათგანს , გაითვალისწინეთ , რათა ამ ქვეყნებში მოგზაურობისას არ მოტყუვდეთ.მაგალითად : • თურქეთი
თითქმის ყველა ცდილობს თურქეთში ჩასული ტურისტი გააცუროს. ყველაზე პოპულარული ხერხი მამაკაცებმა შეიმუშავეს. ისინი მანდილოსანს რესტორანში ეპატიჟებიან , ძვირად ღირებულ დელიკატესებსა და სასმელს უკვეთენ , ქეიფობენ და ცოტა ხანში , დასაკრავად გასულები , უჩინარდებიან . ალბათ , მიხვდით , რომ თანხის გადახდა მანდილოსანს უწევს . წინააღმდეგ შემთხვევაში , სამართალდამცავებთან მოუწევთ საქმეების გარჩევა.
Read more of this post

მსოფლიოს 10 უმაღლესი მწვერვალი

1. ევერესტი

ევერესტი მსოფლიოს უმაღლესი მთაა. სახელი დაერქვა გეოგრაფ ჯორჯ ევერესტის პატივსაცემად, ის სწავლობდა ინდოეთს IX საუკუნეში. მთა მდებარეობს ნეპალისა და ტიბეტის საზღვარზე და მისი სიმაღლე 8,850 მეტრია. ევერესტი საკრალური ოცნებაა ყველა მთასვლელისთვის. მიუხედავად დიდი ხარჯებისა და საშიშროებისა, ყოველ წელს ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს ევერესტის დაპყრობას.

Read more of this post

მთები, ქედები, მწვერვალები , ვულკანები, მთიანეთი

მთა

მთა, მნიშვნელოვანი სიდიდის იზოლირებული ბუნებრივი ამაღლება ხმელეთის მეტნაკლებად მოვაკებულ ზედაპირზე. მისი ელემენტებია:მწვერვალი -— უმაღლესი წერტილის მიმდებარე ზედაპირი; ძირი -— ფუძე ზედაპირის მკაფიოდ გამოსახული გარდატეხის ხაზი, რომელიც უწყვეტად შემოფარგლავს მთას; კალთები -— მწვერვალიდან მთის ძირამდე დაშვებული ფერდობი. განარჩევენ მაღალ (ალპურ), საშუალო სიმაღლისა და დაბალ მთებს რელიეფით, ფლორით და ფაუნით. Read more of this post

სამხრეთი ამერიკა


სამხრეთი ამერიკა — კონტინენტი დედამიწის დასავლეთ ნახევარსფეროსა და, ძირითადად, სამხრეთ ნახევარსფეროში; ესაზღვრება სამხრეთით და დასავლეთით წყნარი ოკეანე, ჩრდილოეთითა და აღმოსავლეთით ატლანტის ოკეანე; ჩრდილოეთი ამერიკა და კარიბის ზღვა მდებარეობს ჩრდილოაღმოსავლეთით. უკიდურესი წერტილებია: ჩრდილოეთით — გალიინასის კონცხი (ჩ. გ. 12°28′), სახმხრეთით — ფროუორდის კონცხი (ს. გ. 53°54′), აღმოსავლეთით — კაბუ-ბრანკუს კონცხი (დ. გ. 34°37′) და დასავლეთით — პარინიასის კონცხი (დ. გ. 81°20′) Read more of this post

მდინარეები


მდინარე არის ბუნებრივი წყლის ნაკადი, რომელიც მიედინება დროთა განმავლობაში დამუშავებულ ჩაღრმავებაში – კალაპოტში. მდინარეთა უდიდესი ნაწილი სათავეს იღებს მთებში. მდინარეები, რომლებიც ჩაედინებიან ოკეანეებში, ზღვებში, ტბებში – იწოდებიან მთავარ მდინარეებად.

მდინარე, წყლის ნაკადი, რომელიც ბუნებრივ კალაპოტში მიედინება და თავისი აუზის ზედაპირული და მიწისქვეშა ჩამონადენით საზრდოობს.
მდინარეებს მეცნიერულად შეისწავლის დედამიწის ჰიდროლოგიის ერთ-ერთი დარგი – მდინარეთა ჰიდროლოგია.
მდინარეს აქვს სათავე — ადგილი, საიდანაც იწყება, და შესართავი — ადგილი, სადაც ის ზღვას, ტბას ან სხვა მდინარეს უერთდება. მდინარე, რომელიც უშუალოდ ერთვის ზღვას, ტბას, ჭაობს ან ქვიშებში იკარგება — მთავარი მდინარეა. მდინარეს ერთვის შენაკადები. Read more of this post

აფრიკა


აფრიკა — დედამიწის ერთ-ერთი კონტინენტი. ფართობი მიმდებარე კუნძულებიანად შეადგენს 30,22 მლნ. კმ²–ს, ხოლო მოსახლეობა — 900 მილიონ ადამიანს (დედამიწის მოსახლეობის 14%). კონტინენტებს შორის ამ მაჩვენებლებით იგი ჩამორჩება მხოლოდ ევრაზიას. უჭირავს დედამიწის მთელი ზედაპირის 6%, ხოლო ხმელეთის 20,4% Read more of this post

ევროპა


ევროპა — ქვეყნის ნაწილი, აზიასთან ერთად ქმნის ევრაზიის კონტინენტს. მათ შორის საზღვრის ხაზის თაობაზე იხილეთ სტატია

ევროპის ფართობი დაახლოებით 10 მლნ კმ2-ია, მათ შორის კუნძულები შეადგენენ 730 ათას კმ2-ს. ევროპას გარს აკრავს ატლანტის და ჩრდილოეთი ყინულოვანი ოკეანეები და მათი ზღვები. ევროპის სანაპირო ხაზი ერთობ დანაწევრებულია, ნახევარკუნძულების (კოლის, სკანდინავიის, პირენეის, აპენინის, ბალკანეთის) წილად მოდის ევროპის ფართობის. მიუხედავად არცთუ ისე დიდი ფართობისა,ევროპა ბუნების მნიშვნელოვანი თავისებურებებითა და მრავალფეროვნებით გამოირჩევა.მრავალფეროვანია არა მარტო ბუნება,არაბედ მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა,სამეურნეო საქმიანობა,მეურნეობის განვითარების ისტორია და მისი დონე,პოლიტიკური რუკა და სხვ. მსოფლიოს ეკონომიკურად განვითარებული 31 ქვეყნიდან 24 ევროპაშია,მათ შორის 4 დიდი “შვიდეულიდან”. იგი საერთაშორისო ტურიზმის მთავარი რეგიონია,მასთან ყველაზე ძლიერ შეცვლილი ველური ბუნებით. ევროპა მსოლიო ცივილიზაციის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კერაა. მსოფლიო ცივილიზაციის ისტორიის ყველაზე ცნობილი 100 პიროვნებიდან, 71 ევროპელია. აქედან გადიოდა უძველესი სავაჭრო გზები. ახალი ქვეყნების აღმოჩენის ისტორიაში მნიშვნელოვანი წვლილი ევროპას ეკუთვნის Read more of this post

საქართველო

საქართველო – ქვეყანა ევრაზიაში, კავკასიაში, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ესაზღვრება ჩრდილოეთიდან რუსეთი, სამხრეთიდან თურქეთი და სომხეთი, და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან აზერბაიჯანი. ტრანსკონტინენტური ქვეყანა სამხრეთაღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის გასაყარზე მდებარეობს, თუმცა სოციოპოლიტიკურად და კულტურულად ევროპის ნაწილია. Read more of this post

კუნძული

კუნძული არის ხმელეთის ნაწილი რომელიც მთლიანად გარშემორტყმულია წყლით, მაგრამ არ ითვლება კონტინენტად.

არსებობს კუნძულის რამდენიმე სახეობა, მათ შორის კონტინენტური კუნძული, ე. ი. კუნძული რომელიც გამოეყო კონტინენტს, ვულკანური კუნძული, ატოლი — მარჯნის კუნძული. პატარა კუნძულების დაჯგუფებას ეწოდება არქიპელაგი.

გთავაზობთ ყველაზე ცნობილი კუნძულების მოკლე აღწერას Read more of this post