მდინარეები


მდინარე არის ბუნებრივი წყლის ნაკადი, რომელიც მიედინება დროთა განმავლობაში დამუშავებულ ჩაღრმავებაში – კალაპოტში. მდინარეთა უდიდესი ნაწილი სათავეს იღებს მთებში. მდინარეები, რომლებიც ჩაედინებიან ოკეანეებში, ზღვებში, ტბებში – იწოდებიან მთავარ მდინარეებად.

მდინარე, წყლის ნაკადი, რომელიც ბუნებრივ კალაპოტში მიედინება და თავისი აუზის ზედაპირული და მიწისქვეშა ჩამონადენით საზრდოობს.
მდინარეებს მეცნიერულად შეისწავლის დედამიწის ჰიდროლოგიის ერთ-ერთი დარგი – მდინარეთა ჰიდროლოგია.
მდინარეს აქვს სათავე — ადგილი, საიდანაც იწყება, და შესართავი — ადგილი, სადაც ის ზღვას, ტბას ან სხვა მდინარეს უერთდება. მდინარე, რომელიც უშუალოდ ერთვის ზღვას, ტბას, ჭაობს ან ქვიშებში იკარგება — მთავარი მდინარეა. მდინარეს ერთვის შენაკადები.
მთავარი მდინარე თავის შენაკადებთან ერთად ქმნის მდინარეთა სისტემას. ხმელეთის ზედაპირი, საიდანაც მდინარის სისტემა წყალს იკრებს, არის წყალშემკრები აუზი. ამა თუ იმ მდინარის სისტემის წყალშემკრებ აუზს, რომელიც სხვა მდინარეთა სისტემებისაგან გამოყოფილია წყალგამყოფებით, ეწოდება მდინარის აუზი.

მდინარე ხეობაში მიედინება. ხეობის ძირის ყველაზე დაბალი ნაწილია კალაპოტი, ხოლო ის ნაწილი, რომელიც მხოლოდ წყალდიდობის დროს იფარება წყლით — ჭალაა. სათავისა და შესართავის სიმაღლეთა სხვაობას მდინარის ვარდნა ეწოდება.

მდინარე გარემოს მნიშვნელოვანი ელემენტებია: სიგრძე, სიგანე, სიღრმე, წყლის დონე, დინების სიჩქარე, წყლისა და ნატანის ხარჯი. რელიეფის შესაბამისად არსებობს მთისა და ვაკის მდინარე. მთის მდინარე მიედინება ვიწრო და ღრმა ხეობაში, გამოირჩეოდა მჩქეფარე დინებით, კალაპოტი ჭორომიანი აქვს და აჩენს ჩანჩქერებს. ვაკის მდინარე განიერ, კარგად გამომუშავებულ ხეობაში მიედინება, კალაპოტი დაკლაკნილი და დატოტვილი აქვს, დახრილობა — უმნიშვნელო, დინება — წყნარი.

მდინარის ხასიათი და განვითარება დამოკიდებულია კლიმატზე, რელიეფზე, გეოლოგიურ სტრუქტურასა და აუზის სიდიდეზე. დროებით, სეზონურ მდინარეებს უედებს უწოდებენ (არაბულად Wadi). ისინი მდებარეობენ საჰარაში და მსგავსი კლიმატური პირობების რეგიონებში. მათი კალაპოტები მშრალია, ივსება მხოლოდ დიდი წვიმების შემდეგ.

დედამიწის ზედაპირზე მდინარეები არათანაბრადაა განაწილებული. მდინარეთა ქსელი ხშირია ჭარბად ნესტიან მხარეებში და მეჩხერდება ჰავის სიმშრალის ზრდის შესაბამისად. უდაბნოში მხოლოდ დროებითი (ეპიზოდური) და ტრანზიტული მდინარეებია. დედამიწის მთავარი წყალგამყოფი კონტინენტების ზედაპირს ორ ძირითად აუზად ჰყოფს: ატლანტიკურ-არქტიკული აუზის წყალი ერთვის ატლანტისა და ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეებს, წყნაროკეანური აუზისა — წყნარსა და ინდოეთის ოკეანეებს. პირველი აუზის ჩამონადენი ბევრად მეტია, ვიდრე მეორისა.

მდინარეები საზრდოობს წვიმის, თოვლის, მყინვარული და მიწისქვეშა წყლით მდინარეთა საზრდოობა ძირითადად შერეულია (მაგ., მდ. რიონი ქვემოთში წვიმის წყლით საზრდოობს, ზემოთში — თოვლისა და მყინვარული წყლით). საზრდოობის თავისებურების მიხედვით დადგენილია მდინარის წყლის რეჟიმის სამი ძირითადი ფაზა: წყალდიდობა — მყინვარული წყლით მოსაზრდოვე მდინარეების ზაფხულის ხანგრძლივი უხვწყლიანობა, მაღალი დონეები, ზოგჯერ ნაპირებზე გადმოსვლა; წყალმოვარდნა — თავსხმით ან თოვლის სწრაფი დნობით გამოწვეული მდინარის წყლიანობის ერთბაშად გაზრდა; წყალმცირობა — წლის ცივ პერიოდში ძირითადად მიწისქვეშა წყლით საზრდოობაზე გადასვლით განაპირობებული მდინარის დაბალი დონე და მცირე ხარჯი (არანაკლებ 10 დღე-ღამის განმავლობაში). ზმიერი და ცივი სარტყლის მდინარეებს ახასიათებს ყინულოვანი მოვლენები: გაძგიფვა; თოშხერგილი, ყინულსვლა და სხვა.

მეტად დიდი მდინარეთა როლი სახალხო მეურნეობაში. იგი არის სასმელი და ინდუსტრიული წყლის მომწოდებებლი, ბუნებრივი წყლის გზა, ჰიდროენერგიის წყარო, თევზების და სხვა ორგანიზმების საცხოვრებელი. მდინარეთა ერთი ნაწილი, ძირითადად განვითარებულ ქვეყნებში, დაბინძურებულია. ამ ქვეყნების მთავრობები მიმართავენ ყოველ ღონეს – საკანონმდებლოს, სანიტარულს, ტექნიკურს, რათა შეზღუდონ ან თავიდან აიცილონ მდინარეებში სამრეწველო ნარჩენების მოხვედრა. მდინარეები, რომლებიც რამდენიმე ქვეყნის ტერიტორიაზე მიედინებიან (დუნაი, რაინი, კონგო) შეზღუდულნი არიან კომერციული გემების მიმოსვლისათვის. აქ ნავიგაციის წესები დადგენილია საერთაშორისო შეთანხმებებით. მდინარის ალუვიონში ვხვდებით სასარგებლო წიაღისეულის (ოქრო, პლატინა, ალმასი და სხვა) ქვიშრობულ საბადოებს.

უდიდესი მდინარეები

1 ნილოსი
(ელ – ბახრი) 6690 აფრიკა
2 ამაზონი 6452 სამხრეთ ამერიკა
3 მისისიპი – მისური
(დიდი მდინარე) 6270 ჩრდილოეთ ამერიკა
4 იანძი
(გრძელი მდინარე) 6245 ჩინეთი
5 ენისეი – ანგარა 5550 მონღოლეთი – რუსეთი
6 ხუანხე
(ყვითელი მდინარე) 5464 ჩინეთი
7 ობი – ირტიში 5410 რუსეთი – ყაზახეთი
8 ამური
(შავი მდინარე) 4410 რუსეთი
9 ზაირი კონგო 4380 აფრიკა
10 ლენა 4250 რუსეთი

2 Responses to მდინარეები

  1. MaaRiiam Oo says:

    zogan rogor weria zogan rogor😀 vegar gavige romels davujero,zusti partobi mainteresebs yvela mdinaris…aq weria rom nilosi yvelaze didi mdinarea,magram me vici zustad rom amazoni nilosze 140 kilometrit didia,magram zusti fartobi ar vici da maionteresebs :@

  2. eknaaa says:

    amazooon forever ….. we had veryyyyyyyy

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: