კუნძული

კუნძული არის ხმელეთის ნაწილი რომელიც მთლიანად გარშემორტყმულია წყლით, მაგრამ არ ითვლება კონტინენტად.

არსებობს კუნძულის რამდენიმე სახეობა, მათ შორის კონტინენტური კუნძული, ე. ი. კუნძული რომელიც გამოეყო კონტინენტს, ვულკანური კუნძული, ატოლი — მარჯნის კუნძული. პატარა კუნძულების დაჯგუფებას ეწოდება არქიპელაგი.

გთავაზობთ ყველაზე ცნობილი კუნძულების მოკლე აღწერას

სახალინი – კუნძული აზიის აღმოსავლეთ ნაპირთან, შედის რუსეთის სახალინის ოლქში. გარს აკრავს იაპონიისა და ოხოტის ზღვები. კონტინენტისაგან გამოყოფილია თათრის სრუტით, კუნძულ ჰოკაიდოსაგან – ლაპერუზის სრუტით. გადაჭიმულია 948 კმ-ზე, საშუალო სიგანე დაახლოებით 100 კმ, მინიმალური – 6 კმ. ფართობი – 76,4 ათასი კმ2. სახალინის ნაპირები სუსტადაა შეჭრილ-შემოჭრილი. დიდი ყურეებია ანივა და მოთმინების ყურე. ნახევარკუნძულებია: შმიდტის, მოთმინების, ტონინ-ანივისა და კრილიონის. რელიეფში ჭარბობს დაბალი და საშუალო სიმაღლის მთები, ჩრდილოეთ ნაწილში დაბლობი ვაკეა.

კალიმანტანი (ინდო. Kalimantan, ასევე ბორნეო (მალ. Borneo)) — მსოფლიოში სიდიდით მესამე კუნძული; ერთადერთი კუნძული რომელსაც სამი სახელმწიფო იყოფს: ინდონეზია, მალაიზია ბრუნეი. კუნძულის ფართობია — 743,330 კმ². კუნძული იმყოფება მალაური არქიპელაგის ცენტრში, სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში
კუნძულის ყველაზე დიდი ნაწილია ადმინისტრაციული რეგიონი „კალიმანტანი“ (ინდონეზიის შემადგენლობაში), რომელიც 4 პროვინციად იყოფა.

ბაჰამის თანამეგობრობა (Commonwealth of The Bahamas) — დამოუკიდებელი ინგლისურენოვანი ერი ვესტინდოეთში. საშუალო და მცირე ზომის 700-მდე კუნძულის არქიპელაგი, ბაჰამები მდებარეობს ატლანტის ოკეანეში, აშშ-ის ფლორიდის აღმოსავლეთით, კუბისა და კარიბების ჩრდილოეთით, ბრიტანეთის პროტექტორატი ტურკს-და-კაიკოს კუნძულების ჩრდილო-დასავლეთით.

ახალი გვინეა — მსოფლიოს სიდიდით მეორე კუნძული. ფართობი — 786,000 კმ². მდებარეობს წყნარი ოკეანის დასავლეთით. კუნძულის დასავლეთი ნაწილი ეკუთვნის ინდონეზიას, ხოლო აღმოსავლეთი პაპუა-ახალი გვინეას.

ცეცხლოვანი მიწა (ესპ. Tierra del Fuego), არქიპელაგი სამხრეთ ამერიკის სამხრეთ დაბოლოებასთან, რომლისგანაც გამოყოფილია მაგელანის სრუტით. აღმოსავლეთი ნაწილი ეკუთვნის არგენტინას, დასავლეთი — ჩილეს. ფართობი დაახლოებით 72 ათასი კმ² (მთავარი კუნძულია ცეცხლოვანი მიწა, ანუ ისლა გრანდე, ფართობი 48 ათასი კმ²). კუნძულ ჰორნზე არის ამავე სახელწოდების კონცხი (სამხრეთ ამერიკის უკიდურესი სამხრეთი წერტილი). ცეცხლოვანი მიწის ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი ნაწილის რელიეფი ბორცვიანი ვაკეა, დასავლეთი და სამხრეთი ნაწილი ანდების ძლიერ დაქუცმაცებული მთებია. ჰავა ზომიერია, ოკეანური ტყე და მდელოსტეპის მცენარეულობა. არის ტორფიანი ჭაობები. მისდევენ მეცხვარეობას, მეთევზეობას. იღებენ ნავთობსა და აირს. მთავარი დასახლებული პუნქტია უშუაია (არგენტინა) და პორვენირი (ჩილე). ცეცხლოვანი მიწა აღმოაჩინა ფერნანდო მაგელანმა 1520 წელს.

შრი-ლანკა, ოფიციალურად შრი-ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკა ( სინჰალურზე / இலங்கை ტამილურზე) (ცნობილი როგორც ცეილონი 1972-მდე), ტროპიკული კუნძული-ქვეყანაა ინდოეთის სუბ-კონტინენტის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროდან დაახ. 31 კმ-ში. სტრატეგიული პოზიცია უჭირავს ინდოეთის ოკეანეში სავაჭრო გზებზე შორეულ არმოსავლეთს აფრიკასა და ევროპას შორის. დედაქალაქია შრი-ჯაიავარდენეპურა-კოტე.
ქვეყანა იყოს ბრიტანეთის სამეფო კოლონია ერთ საუკუნეზე მეტ ხანს; დამოუკიდებლობა მოიპოვა 1948 წლის 4 თებერვალს და ამჟამად დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკაა ლინგვისტურად და რელიგიურად მრავალფეროვანი მოსახლეობით.

წმინდა ელენეს კუნძული მდებარეობს ატლანტის ოკეანეში 2800 კმ-ში აფრიკის დასავლეთ სანაპიროდან და ბრიტანეთს ეკუთვნის. ამავე სახელწოდების ბრიტანეთის სამფლობელოში ასევე შედის ამაღლების კუნძულები, ჰოფი, მიუწვდომელი, ნაიტინგეილი და ტრისტან-და-კუნია, ასევე მცირე ზომის კუნძულები და კლდეები. სუეცის არხის აგებამდე ეს კუნძული მნიშვნელოვან სტრატეგიულ პუნქტს წარმოადგენდა ინდოეთის ოკეანისკენ მიმავალი ხომალდებისთვის.

ქოქოსის კუნძულები (Cocos Islands), კილინგი (Keeling), მარჯნის მცირე კუნძულთა ჯგუდი (27 კუნძული) ინდოეთის ოკეანეში (სამხრეთის განედი 12°05′ და აღმოსავლეთის გრძედი 96°53′), ეკუთვნის ავსტრალიის კავშირს. ფართობი დაახლოებით 14 კმ2, კუნძულებზე არის ქოქოსის პალმის ჭალები. გააქვთ ქოქოსის ზეთი და კორპი. ავიაბაზა.

ანდამანის და ნიკობარის კუნძულები (ინგლ. Andaman and Nicobar Islands, an) — კუნძულების ორი ჯგუფი ბენგალის ყურეში, ქმნის ინდოეთის მოკავშირე ტერიტორიას. შტატი შეიქმნა 1953 წელს მადრასის შტატის ტელუგუ-ენოვანი ოლქების ბაზაზე. 1956 წელს გაიზარდა ჰაიდარაბადის ყოფილი შტატის ტერიტორიის ხარჯზე.
დედაქალაქი უდიდესი ქალაქი — პორტი-ბლერი. მოსახლეობა 356 ათ. ადამიანი (2001)ფართობი 8249 კმ² (27-ე ადგილი). კუნძულები მდებარეობა ბენგალის ყურის სამხრეთ-აღოსავლეთით, ინდოეთის ოკეანე|ინდოეთის ოკეანეში. შედგება კუნძულების ორი ჯგუფისაგან (ანდამანისა და ნიკობარის კუნძულები). კუნძულების საერთო რაოდენობა 750, მათ შორის 550 ანდამანის კუძულებია. ამ კუნძულებს შორის მოსახლეობა მხოლოდ 40 ზე ცხოვრობს.

ლემურია — მითიური კუნძული (ან კონტინენტი) ინდოეთის ოკეანეში. ინდოეთის ოკეანეში ლემურიის, როგორც მაღალი ცივილიზაციის მატარებელი მიწის შესახებ გადმოცემები, მსოფლიოს ბევრი ხალხის თქმულებებშია დაცული.

ლემურიელები და ლემურია — დაკარგული კონტინენტია. ფილოსოფოს რუდოლფ შტაინერის მტკიცებით, მსოფლიო ისტორიის საიდუმლო სამალავი – აკაშის ქრონიკები – გვაუწყებენ, რომ დედამიწის მოსახლეობის დიდი წინაპრები ლემურიელები იყვნენ

რიუგენი (გერმ. Rügen) — გერმანიის უდიდესი კუნძული. მდებარეობს ბალტიის ზღვაში, პომერანიის სანაპიროსთან ახლოს და ეკუთვნის მეკლენბურგ–წინა პომერანიის ფედერალურ მხარეს. კუნძული ორი კილომეტრის სიგრძის საავტომობილო და სარკინიგზო ხიდით უკავშირდება ქალაქ შტრალზუნდს. რიუგენის მაქსიმალური სიგანე შეადგენს 52 კმ–ს (სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ), ხოლო მაქსიმალური სიგანე – 41 კმ–ს სამხრეთში. კუნძულის საერთო ფართობია 926 კმ². სანაპირო ზოლი მრავალი ყურეებითა და უბეებით, ასევე ნახევარკუნძულებითა და კონცხებითაა შეჭრილ–შემოჭრილი.
კუნძული რიუგენი კუნძულ ჰიდენზეესა და რამდენიმე პატარა კუნძულთან ერთად შეადგენს რიუგენის ადმინისტრაციულ რაიონს, რაიონული ცენტრით ბერგენი რიუგენზე. კუნძულზე არსებული სხვა ქალაქებია ზასნიცი, პუტბუსი და გარცი. რიუგენი ლამაზი ლანდშაფტებისა და გრძელი პლაჟების გამო, დღეს ტურისტული ზონაა.

შობის კუნძული, კრისტმასი (Christmas) — კუნძული ინდოეთის ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში, ეკუთვნის ავსტრალიას. ფართობი 156 კმ2. სიმაღლე 356 მ-მდე. ტროპიკული მცენარეულობა. ფოსფორიტის საბადოები

იუფაუნდლენდი – კუნძული ჩრდილო ატლანტის ოკეანეში. შედის კანადის შემადგენლობაში, ასევე წარმოადგენს დიდი ბრიტანეთის დომინიონს

ფოლკლენდის კუნძულები — არქიპელაგი ატლანტის ოკეანეზე, არგენტინის სანაპიროდან 483 კმ-ში.

მაუი (Maui) — სიდიდით მეორე კუნძული ჰავაის კუნძულებში 1885,5 კმ² ფართობით, ხოლო მე-17 აშშ-ის კუნძულებს შორის. მაუი ჰავაის შტატის ნაწილია და ასევე მაუის საგრაფოს უდიდესი კუნძულია. ამავე საგრაფოს ეკუთვნის ასევე კუნძულები ლანაი, კაჰოოლავე და მოლოკაი. ოთხ კუნძულს ერთად უწოდებენ მაუი ნუი-ს. 2000 წლისთვის კუნძულზე ცხოვრობდა 117.644 ადამიანი.

დატოვე კომენტარი