მოტყუებული ტურისტები

სხვადასხვა ქვეყანაში ტურისტებზე ფულის გაკეთება უყვართ. გთავაზობთ ზოგიერთ მათგანს , გაითვალისწინეთ , რათა ამ ქვეყნებში მოგზაურობისას არ მოტყუვდეთ.მაგალითად : • თურქეთი
თითქმის ყველა ცდილობს თურქეთში ჩასული ტურისტი გააცუროს. ყველაზე პოპულარული ხერხი მამაკაცებმა შეიმუშავეს. ისინი მანდილოსანს რესტორანში ეპატიჟებიან , ძვირად ღირებულ დელიკატესებსა და სასმელს უკვეთენ , ქეიფობენ და ცოტა ხანში , დასაკრავად გასულები , უჩინარდებიან . ალბათ , მიხვდით , რომ თანხის გადახდა მანდილოსანს უწევს . წინააღმდეგ შემთხვევაში , სამართალდამცავებთან მოუწევთ საქმეების გარჩევა.

• ჩეხეთი.
ტურისტებს საღამოს ვლტავაზე გემით გასეირნებას , შვედურ მაგიდასა და ცოცხალ მუსიკას სთავაზობენ . ეს სიამოვნება 25 ევრო ღირს , მაგრამ .. საათნახევრიანი მოგზაურობიდან 40 წუთი სამდინარო საცობებში მოგიწევთ დგომა , სიმღერას ერთი პერსონალი ასრულებს , შვედურ მაგიდაზე კი ალკოჰოლი ფასიანია.
• უნგრეთი
მარანში ღვინის დეგუსტაციას 25 ევროდ შემოგთავაზებენ . ამ ფასში შედის გულიაში და ბოშური სიმღერები და ცეკვები. მარანში წაგიყვანენ , მაგრამ ღვინოს მცირე რაოდენობით შემოგთავაზობენ , წყალ–წყალა „გლასეს“ დაგისხამენ და ადგილობრივი მუსიკოსი 2–3 მელოდიას დაგიკრავთ ვიოლინოზე . ამავე ფასად , სუპერმარკეტში 6–7 ბოთლ „ტოკაის“ იყიდით.
ბუდაპეშტშიც 25 ევროდ შემოგთავაზებენ გემით გასეირნებას. მართალია შამპანურით გაგიმასპინძლდებიან , მაგრამ მხოლოდ ერთი საათით შეგეძლებათ დატკბეთ საღამოს ქალაქითა და შოკენის ვალსებით.
• ეგვიპტე
ყოველ ფეხის ნაბიჯზე შავად შეღებილ საპნის ფიგურებს ყიდიან . მიუხედავად იმისა, რომ საპნის სუვენირება ორიგინალზე მჩატეა და დარტყმისასაც არ გამოსცემს ქვის ხმას , ტურისტები მაინც ტყუვდებიან და ყიდულობენ.
არ მოტყუვდეთ და არა იყიდოთ ფრანგულ სუნამოდ მონათლული კოლოფები . აგვიპტური არომატები ტანსაცმელზე მხოლოდ ცხიმის ლაქას დაგიტოვებთ. სასტუმროს პერსონალიც მზადაა მოგატყუოთ. თუ ვინმემ ჩილიმი ნახევრად მოწია, მას სხვა კლიენტს მიუტანენ და მოტყუებულ ტურისტს მთლიანი ჩილიმის თანხას ახდევინებენ . დაბოლოს , თუ მაინც გადაწყვეტთ ეგვიპტური სუვერინის შეძენას , კარგად დააკვირდით ჩინეთში არ იყოს წარმოებული .

6 Responses to მოტყუებული ტურისტები

  1. da bolos saqartvelo geubnebian ro yvelaze iapi dagijdeba da msoplios ert-ert sauketeso kurortze midixar sadac yvelaze magrad gaertobi magram xelshi gcheba trawiani diskotekebi da plajze mopenili ludis smit qancgaclili axalgazrdebi

  2. Mari says:

    ნამდვიად საჭირო რჩევებია ვერაფერს ვიტყვი:*

  3. meinvision says:

    dzalian momwons sheni blogi.
    sainteresoa da mravalferovani…
    gtxov kidev daamate xolme siaxleebi

  4. Niiiniaa says:

    ყველაზე ყველაზე მაგარი ბლოგია რაც კი შეიძლება გეოგრაფის გამოცდის წინა დღეს გამოგადგეს. :დდდ ) მადლობთ❤ ძაანნ დამეხმარაეთ..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: